ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 13-14 ნოემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო კონფერენციას და 17-18 ნოემბერს სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ქართული ფილოსოფიის სკოლის დამფუძნებელის, განმანათლებელის, ლოგიკოსის, ჟურნალისტის, პროზაიკოსის, ლიტერატურის ისტორიკოსის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის სოლომონ დოდაშვილის (1805-1836) დაბადებიდან 220 წლისთავს.
ასევე 13 ნოემბერს, მოეწყობა მუზეუმში (თსუ, მუზეუმის დარბაზში, I კორპუსი, II სართული) გამოფენა ,,სოლომონ დოდაშვილი 220’’.
დამატებითი ინფორმაცია იხ. დანართში.